კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ 372

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ ვირუსისგან 372 ადამიანი განიკურნა.

ამასთან, ახალი კორონავირუსი 13 მაისს კიდევ ხუთ პირს დაუდასტურდა. ჯამში ეს რიცხვი 647-ია.

26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში Covid 19-ით 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, საქართველოს კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 264 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები