8 მარტის შეთანხმება

ბოკერია საელჩოებზე: მანდელაზე ხომ არ ილაპარაკებენ საელჩოები, სხვა რა საქმეებზე იქნება?

[ირაკლი] კობახიძის გუშინდელ სიტყვებს მინდა გამოვეხმაურო, როცა მან ნახა რა ყველა მედიატორის განცხადება, ყველა ამ საელჩოს განცხადება, სადაც პირდაპირ დაწერეს, რომ ეს შეთანხმება ორნაწილიანია, ერთი ეხება საარჩევნო სისტემას, ხოლო მეორეა იმ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო სისტემაში, რომლებიც გამოიყურება პოლიტიკურ ჩარევად. ამაზე მკაფიოდ რა უნდა ითქვას? რომელ საქმეებზეა, აბა, ლაპარაკი? ნელსონ მანდელას საქმეზე ხომ არ იქნება ლაპარაკი, ის კაცი გამოუშვეს და აღარაა უკვე ცოცხალი.

ზოგადი საქმეები არ არსებობს, არსებობს კონკრეტული საქმეები

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 11 მაისს 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი "ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს".

კომენტარები