საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 642-მდე გაიზარდა.
12 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 349-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 11 ადამიანი.





