ილონ მასკი

ილონ მასკი და გრაიმსი შვილს X Æ A-12-ს ვერ დაარქმევენ

Pink News

ილონ მასკი და კანადელი მუსიკოსი გრაიმსი შვილს X Æ A-12-ს ვერ დაარქმევენ, რადგან კალიფორნიის შტატში, სადაც, მუსიკოსმა იმშობიარა, ამ სიმბოლოების ოფიციალურ სახელში გამოყენება დაშვებული არაა. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა გამოცემა PEOPLE-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კალიფორნიის შტატში, ბავშვის სახელის შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვილის სახელში მხოლოდ ინგლისური ანბანის 26 ასოდან უნდა გამოიყენოთ სიმბოლოები.

ოფიციალურ სახელში ვერ გამოიყენებთ სიმბოლოებს როგორიცაა - რიცხვები, რომაულ ციფრები, მახვილები, უმლაუტები და ა.შ.

ჯერჯერობით ახალშობილის მშობლები ამ ფაქტს არ გამოხმაურებიან, უცნობია შეუცვლიან თუ არა ჩვილს სახელს.

ილონ მასკსა და გრაიმსს ვაჟი 5 მაისს შეეძინათ. ჩვილს მშობლებმა სახელად X Æ A-12 შეურჩიეს. მოგვიანებით გრაიმსმა შვილის სახელი განმარტა;

"X - უცნობი ცვლადია.

Æ - ელფურად დაწერილი AI(სიყვარული ან/და ხელოვნური ინტელექტი)

A-12 - SR-17-ის წინაპარი(ჩვენი საყვარელი თვითმფრინავი). 

არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა, მხოლოდ სიჩქარე. ძლიერი ბრძოლაში, მაგრამ არაძალადობრივი. გარდა ამისა A=Archangel(ჩემი საყვარელი სიმღერა)." - დაწერა ტვიტერზე მომღერალმა.

კომენტარები