ფლორიან შნაიდერი

KRAFTWERK-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფლორიან შნაიდერი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფლორიან შნაიდერი.

გერმანული ელექტრონული ჯგუფის, Kraftwerk-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფლორიან შნაიდერი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ჯგუფის პროდიუსერმა, მარკ რიდერმა, საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

"ნახვამდის ფლორიან. შენ წარუშლელი გავლენა მოახდინე ჩემს ცხოვრებაზე. დაე, ნეონის შუქებმა გაანათონ შენთვის", - წერს მარკ რიდერი.

ფლორიან შნაიდერმა რალფ ჰიუტერთან ერთად Kraftwerk 1970 წელს დაარსა. ამის შემდეგ, გერმანული ჯგუფი ელექტრონული მუსიკის პიონერად ითვლება.

დაარსებიდან 38 წლის შემდეგ, 2008 წელს, ფლორიან შნეიდერმა Kraftwerk დატოვა. მისი ჯგუფში ყოფნის პერიოდში, Kraftwerk-მა 10 სტუდიური ალბომი გამოუშვა, მათ შორის ალბომი "Autobahn".

კომენტარები