საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. Stopcov.ge-ის მიხედვით, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 221-ია.
ამასთან, 3 მაისის დილის მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს და ინფიცირებულთა რიცხვი 589 გახდა. გარდაცვლილია 9 ადამიანი.





