ინფიცირებული მედპერსონალი

საგანგებო: დღეს მარნეულში კოვიდ-19 სასწრაფო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა

2 მაისს მარნეულში კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

ასევე კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1 თანამშრომელს.

ინფიცირებულები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. "ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცენტრის ინფორმაციითვე, კოვიდ-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული.

კომენტარები