ცინარიძის ბრალი

"ცინარიძემ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღით მოკვლით დაემუქრა" - პროკურატურა

დავით ცინარიძე
შსს

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს, ბრალი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარისთვის წარუდგინეს.

ცინარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  წარედგინა.   

"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა,  რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ცინარიძე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 

ბრალდების მხარემ დღეს, 29 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულისთვის   აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლო  აღკვეთი ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს.
 

კომენტარები