ირაკლი კვირიკაძე

რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე კორონავირუსისგან განიკურნა

Sputnik Georgia

80 წლის ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე ახალი კორონავირუსისგან განიკურნა.

გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია თავად რეჟისორმა ვიდეომიმართვაში დაადასტურა:

"აღდგომას გილოცავთ, საავადმყოფოდან გამომწერეს, უფალმა ინება რომ ვიცხოვრო და მომავალში რაღაც ვაკეთო, განწყობა მაქვს ვწერო, გადავიღო, ახლახანს კი ცუდ სიზმარში ვიყავი, იმ ვირუსისთან მომიწია ბრძოლა, რომელიც დღეს ყველას ყელში წვდა, რაღაც ძალებით, მემგონი თავი დავაღწიე იმ კოშმარს, ამაში ბევრი ადამიანი დამეხმარა, დიდი მადლობა ყველას, ახალ ცხოვრებას ვიწყებ."

კვირიკაძის სადებიუტო ნამუშევარია მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი "ქვევრი". ასევე გადაღებული აქვს "ქალაქი ანარა", "მოცურავე", მისი სცენარის მიხედვით შექმნილია ფილმები - "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", "ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა", "ჟანგიანი რაინდი", "მეტეოიდიოტი".

    

კომენტარები