ირფან ხანი

ბოლივუდის ვარსკვლავი და Life of Pi-ს მსახიობი, ირფან ხანი, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

ირფან ხანი
Bloomberg

ბოლივუდის ვარსკვლავი, ირფან ხანი, რომელიც ასევე ცნობილია ჰოლივუდის ფილმებში შესრულებული როლებისთვის, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Guardian-ის ინფორმაციით, მსახიობი სამშაბათს, მუმბაის ერთ-ერთ საავადმყოფოში მსხვილი ნაწლავის ანთების გამო გადაიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

2018 წელს, ირფან ხანს, ნეიროენდოკრინული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან ლონდონში მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაიტარა და გამოჯანმრთელდა, რის შემდეგად თავის უკანასკნელი ფილმში "Angrezi Medium"-ში ითამაშა. მხატვრული ნამუშევრის პრემიერა ახალი კორონავირუსის გამო გადაიდო.

ირფან ხანს კარიერის განმავლობაში ჰოლივუდის რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის არის - "Life of Pi", "Slumdog Millionaire", "The Amazing Spider-Man, "A Mighty Heart" და სხვები.

კომენტარები