ბრიტანეთის პრემიერმინისტრი

ბორის ჯონსონს და კერი საიმონდსს ვაჟი შეეძინათ

კერი საიმონდსი და ბორის ჯონსონი
Yahoo

29 აპრილს, დილით, ბორის ჯონსონს და კერი საიმონდსს ლონდონის საავადმყოფოში "ჯანმრთელი ვაჟი" შეეძინათ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის სპიკერის განცხადებით, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

ბორის ჯონსონმა და კერი საიმონდსმა ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ცენტრის "გასაოცარ გუნდს" მადლობა გადაუხადეს.

წყვილი 29 თებერვალს დაინიშნა . მათ განაცხადეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ.

55 წლის ბორის ჯონსონი და 31 წლის კერი საიმონდსი პირველი დაუქორწინებელი წყვილი გახდა, რომელიც გასული წლიდან პრემიერმინისტრის სახლში - დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში ცხოვრობს.

ამასთან ერთად, კერი საიმონდსი, უკანასკნელი 173 წლის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორია.

ბრიტანეთის პრემიემრინისტრი, ბორის ჯონსონი, სამსახურს 27 აპრილს დაუბრუნდა. მას ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. მაშინ ჯონსონმა თქვა, რომ მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და მთავრობის მართვას თვითიზოლირებული გააგრძელებდა. მოგვიანებით, 5 აპრილს, ბორის ჯონსონს ვირუსის მიმდინარეობა დაუმძიმდა და ის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. საავადმყოფო მან ერთ-კვირიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ დატოვა.

კომენტარები