ახალი კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპი: Covid-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ტესტირების გაცილებით კარგი სისტემის გამო გვაქვს

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-ში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სხვა ქვეყნებისას აჭარბებს, ტესტირების უკეთესი სისტემაა.

ტრამპი ტვიტერზე დაწერა:

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-ში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მილიონზე მეტია, ის არის, რომ ჩვენი ტესტირების სისტემა გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვა ქვეყნების. სხვა ქვეყნები ტესტირებაში ძალიან ჩამოგვრჩებიან და ამიტომაც აქვთ გაცილებით ნაკლები შემთხვევები".

28 აპრილს აშშ-ში Covid 19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 59 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 142 ათასზე მეტი.

კორონავირუსის კრიზისის გამო, მარტის შუა რიცხვებიდან ამ დრომდე, აშშ-ში უმუშევართა რიცხვი 26,4 მილიონამდე გაიზარდა. ეს აშშ-ის სამუშაო ბაზრის 15%-ზე მეტია.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსი უკვე 3 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აშშ-შია, მას მოსდევს ესპანეთი 232 ათასზე მეტი შემთხვევით და იტალია - 201 ათასზე მეტი შემთხვევით.

კომენტარები