გლობალური კინოფესტივალი

ჩვენ ერთნი ვართ - კინოფესტივალი Youtube-ზე, კანის, ვენეციის და სხვა ფესტივალების რეპერტუარით

ჩვენ ერთნი ვართ - ამ სახელწოდებით გლობალური კინოფესტივალი ონლაინ, Youtube-ის საშუალებით ჩატარდება. 

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალი კორონავირუსის გამო ყველა მსგავსი ღონისძიება გაუქმდა, მათ შორის კანის კინოფესტივალიც.

მსოფლიო კინოფესტივალი 29 მაისს დაიწყება და ბერლინის, კანის, სანდენსის, ტორონტოს, ტრიბეკას და ვენეციის რეპერტუარს მოიცავს.

ნაჩვენები იქნება მხატვრული, დოკუმენტური ფილმები, მიუზიკლები, კომედიები.

პროგრამის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

კანის ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი ამაყები არიან, შეუერთდნენ YouTube-ის ამ ღონისძიებას, რათა აჩვენონ ჭეშმარიტად ექსტრაორდინალური ფილმები და ტალანტები, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, შეიგრძნოს როგორც თხრობის ნიუანსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ისე თითოეული ფესტივალის არტისტული პერსონალიები.

კომენტარები