ხანძარი თბილისში

თბილისში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათი ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, შემდეგ კი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა. 

ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები