კორონავირუსის პიკი

ტიკარაძე: აპრილსა და მაისში აღარ ვართ პიკის მოლოდინში, არამედ, ჩვენ უკვე გვაქვს პლატო

ჩვენ რამდენჯერმე განვმარტეთ ჩვენი მიზანი, რომ საქართველოში არ გვქონოდა პიკი და ჩვენ შეგვძლებოდა და გვემართა ვირუსი და გვქონოდა პლატო. დღესდღეობით, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის დაანონსებული პიკი, მაგრამ სწორედ, იმისთვის, რომ ეს პიკი არ ყოფილიყო, ჩატარდა არაერთი ღონისძიება მთავრობის მხრიდან და ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო შესრულებული ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით 2 თვის განმავლობაში.

ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი, რის შედეგადაც ჩვენ უკვე აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ, ჩვენ უკვე გვაქვს პლატო და შესაბამისი, ღონისძიებების გატარების შედეგად მოლოდინი არის უკვე ამ პლატოზე ინფექციების მართვა, რათა არ მოხდეს შემდგომი ეკონომიკური ზიანი სახელმწიფოსთვის და ჩვენ შევძლოთ ჯანდაცვის სექტორში ისე ვმართოთ ეს ღონისძიებები, რომ მოხდეს ქვეყანაში ეკონომიკური ცვლილებები, წინსვლა და ზრდა.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები