კორონავირუსი საქართველოში

დავითაშვილი: ბაზრების უმეტესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მუშაობა ეტაპობრივად აღდგება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, ინფორმაციით, საქართველოში 80 აგრარული ბაზარია რეგისტრირებული, თუმცა უმეტესობამ სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და ამიტომაც არ გაიხსნა. 

მისი თქმით, ბაზრებმა დადგენილი წესები და რეკომენდაციები უნდა დაიცვან, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. 

"ბაზრების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა"- თქვა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ბაზრების მუშაობა ეტაპობრივად აღდგება. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან აგრარულ ბაზრებთან ერთად მანქანების გადაადგილება და ონლაინ ვაჭრობაც აღდგება. 

თუ როგორ მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები - მთავრობის გეგმა ნახეთ აქ. 

კომენტარები