კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში ინფიცირებულია 496 პირი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 496 შემთხვევა. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

აქედან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 - გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 4 833 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.  

საქართველოში კორონავირუსის გამო 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.  

როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.

კომენტარები