26 მაისის აქციის დარბევა

მერაბიშვილი 26 მაისზე: ვერ შევძელი სპეცრაზმის მომზადება, რომ შეძლებოდათ თავის გაკონტროლება

პირადად ჩემი ბრალია, რომ ვერ შევძელი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოგვემზადებინა ისეთ მაღალ დონეზე, რომ მათ შეძლებოდათ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი თავის გაკონტროლება. ეს მათი ბრალი არ არის - ეს ჩემი ბრალია. მე თავს არ ვიმართლებ. 

ის სპეცრაზმელები, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 1 კვირის წინ, 3 კვირის, 1 თვის წინ, მორიგეობდნენ ცხინვალთან პოსტებზე. 3-4 თვეში ერთხელ ისინი იყვნენ თავდასხმის მსხვერპლი. ათეულობით ჩვენი სპეცრაზმელი დაიღუპა. არ გვქონდა იმდენი რესურსი, რომ ცალკე გვყოლოდა სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც იყვნენ გამზადებული, თუ მიტინგი ჩატარდებოდა და ცალკე გვყოლოდა სპეცრაზმი, რომ ყოფილიყვნენ ფრონტის წინა ხაზზე. 

სამწუხაროდ, ვერ გავზომეთ, არ გვეყო ამისთვის დრო, ენერგია, ცოდნა, გამოცდილება, რომ ეს ადამიანები ისე გაგვეწვრთნა, რომ ბოლომდე დაეცვათ კანონის ნორმები და, რაც მთავარია, გაეკონტროლებინათ საკუთარი ემოციები. 

ამბობს ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, 26 მაისის აქციის დარბევაზე, "მთავართან" ინტერვიუში.

კომენტარები