საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს გამოუვლინდა. ინფორმაცია STOPGOV.GE-ზე განახლდა.
ამ მონაცემებით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 456-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 4 949 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555.
კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.





