საქალაქთაშორისო გადაადგილება

გახარია: საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ცნობით, დიდი ქალაქებისთვის დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

თუმცა, გახარიას თქმით, რადგან დაწესებული შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა და საზოგადოების ნაწილი ამ დროს გასული იყო რეგიონებში, გამონაკლისის სახით, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა 2 დღით მოიხსნება.

"ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც მოქალაქეებს 2 დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე, ან სამუშაო ადგილებზე. ამ ორი დღის შემდეგ საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის შეზღუდვები გაგრძელდება", - ამბობს პრემიერი.

ასევე, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგება.

კომენტარები