პენსიის ზრდა

გახარია: 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, 70 წელს ზემოთ - 25 ლარით

ისეთი კრიზისები როგორი გლობალური პანდემიაა, შეუძლებელია, გადალახული იყოს ერთ-ორ თვეში, ერთ ან ორ წელიწადში. ჩვენ მოგვიწევს, გავუმკლავდეთ ამ გლობალური პანდემიის შედეგებს წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ თვალსაზრისით, დღესვე გვეზრუნა. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა მათთან ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, პენსიონერებზე ზრუნვის მექანიზმები, რომლებიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე 

ამ მუშაობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება, არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს, პენსიის სახით.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით, და ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან, გარანტირებულად, მინიმუმ ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ - 25 ლარით. ეს არის ქვედა ზღვარი. 

 

პრემიერმინისტრი ანტიკრიზისულ გეგმას ამ წუთებში წარადგენს.

კომენტარები