კორონავირუსი საქართველოში

რესპუბლიკური საავადმყოფო: 39 ინფიცირებული პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, თეა თავართქილაძის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული covid 19-ით ინფიცირებული 39 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა. 

"დარჩენილი 39 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა მძიმე, საყურადღებოა, დანარჩენების კი სტაბიულური. ველოდებით 13 ტესტის პასუხს სტაციონარიდან და 9 ტესტის პასუხს საკარანტინო ზონიდან. ახალი პაციენტი არ გვყავს",- ამბობს თეა თავართქილაძე. 

მისივე თქმით, არიან ისეთი პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მინიმალური სიმპტომები, თუმცა უსიმპტომები კლინიკაში არ იმყოფებიან. 

"ამ ვირუსს ჩვენ კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ დაფიქსირებულია მსოფლიოში ისეთი შემთხვევები, რომლებიც უსიმპტომოები არიან და ასეთი ჩვენთანაც შესაძლებელია რომ იყოს,-აღნიშნა თეა თავართქილაძემ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 114 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.

კომენტარები