Dekmantel

მუსიკალური ფესტივალი Dekmantel ერთი წლით გადაიდო

DJ Mag

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Dekmanetel ერთი წლით გადაიდო.

უდიდესი ღონისძიება, რომელსაც ყოველწლიურად ამსტერდამი მასპინძლობს, იგივე ლაინაფით 2021 წლის აგვისტოში გაიმართება. ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანების მასიური თავშეყრა 31 აგვისტომდე აკრძალა. 

Dekmantel პირველად 2007 წელს გაიმართა, მას შემდეგ ფესტივალმა მილიონობით მსმენელსა და ათასობით არტისტს უმასპინძლა.

წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერები Helena Hauff, Dj Harvey, Dj Stingray, Floating Points, Theo Parrish და სხვა ცნობილი არტისტები იყვნენ.

კომენტარები