კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: ნებისმიერ კლინიკაში, პნევმონიის მქონე პაციენტი აუცილებლად გაიტესტება კოვიდზე

NCDC-ის წარმომადგენლების განმარტებით, კორონავირუსზე ტესტირებას ექვემდებარება ყველა ადამიანი, რომელიც შეესაბამება Covid 19-ის შემთხვევის "სტანდარტულ განსაზღვრებას". ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა FB LIVE-ში ისაუბრეს.

"დაიტესტება ყველა, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვდება ცხელების კლინიკებში და საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას. ასევე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ყველა პნევმონიით ავადმყოფი. ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ კლინიკაში, თუ არის ადამიანი პნევმონიით, ის აუცილებლად გაიტესტება კოვიდზე" - თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევაა დადასტურებული. 21 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიით 8 375 ადამიანი გამოიკვლიეს. ამის გარდა, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ სწრაფი ტესტებით "2-3-4 000" ადამიანი შეამოწმეს.

კომენტარები