სალაზარ სლიზერინი

მეცნიერებმა გველის ახალი სახეობა აღმოაჩინეს და მას სალაზარ სლიზერინი უწოდეს

ახლად აღმოჩენილი გველის სახეობა.

მეცნიერებმა გველის ახალის სახეობა აღმოაჩინეს და მას სალაზარ სლიზერინის სახელი უწოდეს.

მკვლევართა ჯგუფმა გველის ახალი სახეობა ინდოეთში აღმოაჩინა და ქვეწარმავლისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მიმდინარე თვეში, ჟურნალ Zoosystematics and Evolution-ში გამოაქვეყნა.

სალაზარ სლიზერინი ჰარი პოტერის სამყაროს პერსონაჟია. ჯადოქარი გოდრიკ გრიფინდორთან, ჰელგა ჰაპლეპაფთან და როენა რეივენქლოსთან ერთად, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დამფუძნებელია.

სალაზარ სლიზერინის გვარისა და სახლის გერბი გველია, რადგან ჯადოქარს გველების ენაზე, პარსულად შეეძლო საუბარი.

სწორედ, სალაზარ სლიზერინის სახლის წევრები არიან ჰარი პოტერის ცნობილი პერსონაჟები ლორდი ვოლდემორტი, სევერუს სნეიპი და დრაკო მალფოი.

კომენტარები