კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: ეკონომიკურ ანტი-კრიზისულ გეგმას 24 აპრილს წარმოვადგენთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე მთავრობის ანტი-კრიზისულ გეგმის შესახებ ისაუბრა. 

"მინდა გითხრათ, რომ პარასკევს 24 აპრილს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკური ანტი-კრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც იქნება ორი ეტაპისგან შემდგარი. ეს არის მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტი-კრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების გეგმა", — განაცხადა ჩიქოვანმა. 

პრემიერმინისტრის მრეჩეველი ამბობს, რომ ამ დღესვე წარმოდგენილი იქნება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაც.

"ამავე დღეს წარმოვადგენთ შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქებისა და შესაბამისად ეკონომიკის გახსნის გეგმასაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა უკვე პოსტკრიზისულ გეგმაზე. რაც უფრო ზედმიწევნით განხორციელდება რეკომენდაციები მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორცილება",— ამბობს ჩიქოვანი. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა - 27 აპრილამდე. 

კომენტარები