კორონავირუსი საქართველოში

ქვემო ქართლში კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა

ambioni.ge

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა. 

"ერთი ფაქტი არის სასულიერო პირთან დადასტურებული შემთხვევა. იქ საკარანტინე რეჟიმი დიდი ხანია გავრცელებულია. იქ, სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის და წირვა ლოცვა მრევლის გარეშე ხორციელდება", - თქვა რეხვიაშვილმა. 

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოლნისის სიონის ტაძარში მსახურობს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 3 პაციენტი გარდაიცვალა.  

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა, საქართველოს საპატრიარქო წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად აღარვლენს. ასევე, არ იცვლება ზიარების წესიც - მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. ხელისუფლებისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიასაც დაესწრებიან. ისინი ტაძარში 21:00 საათამდე მივლენ და 06:00 საათამდე დარჩებიან.

კომენტარები