კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკა: ორი ახალი პაციენტიდან ერთი ექიმია, ინფიცირების წყარო ცნობილია

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 51 პაციენტი მკურნალობს. აქედან ვირუსი კი 24 ადამიანს აქვს დადასტურებული. 

მისი თქმით, ორი ახალი პაციენტიდან ერთი ექიმია და მათი კონტაქტები უკვე ცნობილია. 

"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში ამ ეტაპზე მკურნალობს 51 პაციენტი. აქედან ვირუსი დადასტურებული აქვს 24 პაციენტს. დაგვემატა ორი პაციენტი - მედიცინის ცენტიდან გადმოყვანილი. 18 წლამდე ასაკის პაციენტები არიან სულ 7.

15 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. 9 პაციენტი არის საყურადღებო. ერთი არის ექიმი. ინფიცირებულების წყარო დადგენილია", - თქვა სოლოღაშვილმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 77 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები