კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, წელს აღდგომა სხვა ფორმატით ჩატარდეს

გარდა ამ 336 ადამიანისა, ვიცით რომ არიან გამოუვლენელი ინფიცირებულებიც, რომლებიც არიან ინფექციის მატარებლები და გადადების ძალიან მაღალი რისკია ამ დღეების განმავლობაში, სწორედ ეკლესიებში.

ამიტომ, უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგულ და პატივცემულ ინსტიტუციას ქვეყანაში და ჩვენს მღვდელმთავრებს, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით. ილოცებენ ისინი და დამერწმუნეთ, ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ჩვენი ბევრი ქართველი გადაურჩება ამ ინფექციას.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, იმედის ეთერში.

კომენტარები