ყალბი ანგარიშები

მთავრობა: Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გავაუქმებინეთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინეს. უწყების განცხადებაში წერია, რომ ყალბი ახალი ამბების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ ქსელ Facebook-თან.

"მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას", - წერია განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, აქტიურად იკვლევენ საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა ყალბ ანგარიშებსაც.

ამ დროისათვის სოციალურ გვერდ facebook-ზე ამირან გაყრელიძის სახელით ერთი გვერდი იძებნება, რომელიც ვერიფიცირებულია. 

კომენტარები