თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი საგუშაგო, კიკეთისკენ გადაიწევს, ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც ყოველდღიურად უწევს ასვლა-ჩამოსვლა პრობლემები არ შეექმნებათ.
"ასევე, ვიცით, რომ მრავალი ადამიანი გადის ქალაქიდან ამ დღეების განმავლობაში, დღეს საღამომდე ბევრი გავა ალბათ თბილისიდან, უბრალოდ, თბილისელებს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ და გაითვალისწინონ და კარგად შეამოწმონ სახლებში ბუნებრივი აირის გამორთვა, ელექტროენერგიის, წყლის, იმიტომ, რომ ამას შეიძლება გარკვეული პრობლემები მოჰყვეს", - მიმართა კახა კალაძემ საზოგადოებას.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდა, ასევე, დაემატა შეზღუდვა. საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა და გასვლა იკრძალება. შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში აიმოქმედებს.





