ლიამ გალაჰერი

ლიამ გალაჰერი ბრიტანელი სამედიცინო პერსონალისთვის უფასო კონცერტს გამართავს

NME.com

ლიამ გალაჰერი დიდი ბრიტანეთის სახელემწიფო ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ცენტრის [NHS] სამედიცინო პერსონალისთვის უფასო კონცერტს გამართავს.

ჯგუფის Oasis ყოფილი წევრის თქმით, კონცერტი 29 ოქტომბერს გაიმართება და ლონდონის O2 არენაზე შედგება.

თითოეულ ადამიანს ორი ბილეთის უფასოდ მიღება შეეძლება.

"ჩემთვის პატივია იმის თქმა, რომ NHS-ის პერსონალისა და ექიმებისთვის კონცერტს გავმართავ 29 ოქტომბერს. ისინი საოცარ საქმეს აკეთებენ, იღბლიანები ვართ, რომ არსებობენ", - დაწერა გალაჰერმა.

გარდა ლიამ გალაჰერისა, კონცერტში მონაწილეობას სხვა არტისტებიც მიიღებენ. მათი ვინაობა მოგვიანებით გამოცხადდება.

კომენტარები