კორონავირუსი იტალიაში

აღდგომის დღეს ანრეა ბოჩელი დუომოს ტაძარში სოლო კონცერტს Live რეჟიმში გამართავს

2020 წლის აღდგომას, მსოფლიოში უმეტესი ეკლესია COVID 19-ის გამო დაკეტილი იქნება, მათ შორისაა მილანის საკათედრო ტაძარი, სადაც აღდგომის ღამეს ოპერის მომღერალი ანრეა ბიჩელი ცარიელ ეკლესიაში იმღერებს და მსმენელი მას LIVE რეჟიმში მოუსმენს.

კონცერტი სახელად "მუსიკა იმდესითვის" იტალიელი ტენორის youtube არხზე, იტალიის დროით საღამის 7 საათზე გავა.

"წელს აღდგომის დღესასწაული ყველასთვის განსხვავებული იქნება. მხიარულება, რომელიც აღდგომის დღეს თან სდევს, ეპიდემიამ რომელსაც ვერბძვით, შეცვალა. დარწმუნებული ვარ ანდრეა ბოჩელის საოცარი ხმა ყველას "ჩაგვიხუტებს" რაც ამ პერიოდში ნამდვილად გვჭირდება", - ამბობს იტალიის მერი ჯუზეპე სალა.

უნდა ითქვას, რომ საოპერო მომღერლის მიერ შექმნილმა ფონდმა 140 000 ამერიკულ დოლარზე მეტი გადასცა იტალიის საავადმყოფოებს.

იტალიაში ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 8 აპრილის მონაცემებით, 135 586 ინფიცირებულიდან, 17 127 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები