კორონავირუსი და ივანიშვილი

თალაკვაძე: ოპონენტების მხრიდან შეკითხვა - სად არის ივანიშვილი - ცინიკური და ფარისევლურია

ბიძინა ივანიშვილი და ფონდი “ქართუ” ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს და ქვეყანას. ფონდი “ქართუს” განცხადება, რომ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების დაფინანსებაში დაეხმარება - უპრეცედენტოა. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში, ოპონენტების მხრიდან შეკითხვა - სად არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, - ცინიკური და ფარისევლურია.

სხვათაშორის, ამ კითხვას იგივე ადამიანები სვამენ, რომლებიც წინა თვეებში  ამბობდნენ, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ პროცესში. თუ შევხედავთ ობიექტურ რეალობას, კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამ აჩვენა მთელ საზოგადოებას, რომ საქართველოს ყავს ქმედითი ხელისუფლება და აქვს ეფექტური პოლიტიკური მენეჯმენტი. ეს პოლიტიკური მენეჯმენტი არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შექმნილია.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთვევების გამოვლენის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საჯრო განცხადება არ გაუკეთებია.

კომენტარები