ამერიკულმა კინოინსტიტუტმა(AFI) ონლაინ კინოკლუბი აამუშავა. პირველი ფილმი - WIzard of OZ რეჟისორმა და კლუბის თანადამფუძნებელმა სტივენ სპილბერგმა წარადგინა.
"გამარჯობა, კეთილი იყო თქვენი მობრძანება AFI კინოკლუბში. მე სტივენ სპილბერგი ვარ, პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩვენი პროგრამის პირველი ფილმი - Wizard of Oz. ვიცი რომ ნანახი გაქვთ, მაგრამ ამ ფილმში გაჟღერებული ფრაზა - “სახლს არაფერი სჯობს” დღევანდელ სიტუაციას ძალიან კარგად შეესაბამება. ნახეთ ან გადაიმეორეთ ოზის ჯადოქარი."
ამერიკული კინოინსტიტუტი ყოველდღე, სპეციალურ საიტზე ერთ ფილმს განათავსებს.