ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილსი თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
"არსებული პაციენტებიდან, რომლებიც დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობენ, 3 პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესის შედეგი ხვალ გადამოწმდება. ორი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებო მძიმეა, მეორე პაციენტთანაც საყურადღებოა მდგომარეობა. მიმდინარეობს მკურნალობა", - თქვა მაკა სოლოღაშვილმა.
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს. სოლოღაშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისი ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე 14 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს COVID-19.
მაკა სოლორაშვილსი თქმით, გუშინ 4 პაციენტს ჩაუტარეს ტესტი. ოთხივე მათგანის პასუხი უარყოფითია. მისივე ინფორმაციით, დღეს კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 3 პაციენტის ანალიზი გადაიგზავნება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.