CHANEL ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1.2 მილიონ ევროს გაიღებს

Time

ფრანგული მოდის სახლი "Chanel" ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდებს 1.2 მილიონ ევროს შესწირავს.

ამის შესახებ მოდის სახლის პრეზიდენტმა, ბრუნო პავლოვსკიმ განცხადება გამოაქვეყნა.

"შანელმა გადაწყვიტა, რომ მხარდაჭერა გამოხატოს საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სტრუქტურების მიმართ და 1.2 მილიონი ევრო გაიღოს საგანგებოდ შექმნილ ფონდებში", - დაწერა მან.

ამასთან ერთად, Chanel, მსგავსად სხვა მაღალი მოდის სახლებისა, პირბადეებისა და სამუშაო ხალათების წარმოებას იწყებს, რომლებსაც შემდეგ უსასყიდლოდ გაავრცელებს.

"დღეს ჩვენ შევკრიბეთ პარნტნიორი მწარმოებლები, ოტ კუტურში დასაქმებული 150 მკერავი, რათა შევკეროთ პირბადეები და სამუშაო ხალათები", - დაწერა მან.

ბრუნო პავლოვსკის ინფორმაციით, მიუხედავად შექნმილი ეკონომიკური მდგომარეობისა, Chanel 8 კვირის განმავლობაში თავის 8,500 დასაქმებულს ხელფასს უცვლელად შეუნარჩუნებს.

კომენტარები