გაბუნია: ვმუშაობთ აპლიკაციაზე, რომელიც ადამიანებს Covid ინფიცირებულის სიახლოვეზე შეატყობინებს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქართული მხარე მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებული პირთან სიახლოვის შესახებ შეატყობინებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც," - თქვა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი აპლიკაცია კორეაში გამოიყენეს. ის სათვალთვალო კამერების კადრებით და საკრედიტო ბარათების გამოყენების შესახებ ინფორმაციით მუშაობს.

კომენტარები