ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
"დაგვემატა ერთი მძიმე პაციენტი, რომელიც როცა შემოვიდა, იყო უფრო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, ამ 4-დან 2 გვყავს კრიტიკული, რომელთა სტაბილიზირება ჯერ ვერ მოხერხდა, დანარჩენი 2-ის სტაბილიზაცია არის და კიდევ რამდენიმე დღეს დავაკვირდებით და შემდეგ ალბათ ვიტყვით პროგნოზულად გამოსავალი როგორი გვექნება”, - თქვა ეზუგბაიამ.
1-ლი აპრილის 10:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 22. კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294;





