გოფოძე: სამედიცინო პერსონალის მიერ დამცავი საშუალებებით სარგებლობას მკაცრად ვაკონტოლებთ

ჩვენ და ჩვენი სამედიცინო პერსონალი ყველა იმ დამცავი საშუალებით სარგებლობს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული. ანუ, იმ პაციენტებთან, რომელიც შესაძლოა, საეჭვო არიან კორონავირუსზე, ასევე სხვა ექიმებიც სრული ეკიპირებით შედიან. არა მარტო ექიმები, არამედ სანიტრები და მედდები. ამას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ და ვცდილობთ, რომ არც ერთი უმნიშვნელო დარღვევაც არ გამოგვრჩეს, იმიტომ რომ, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი. დამერწმუნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათეული და ასეეული ექიმია დაავადებული. ამიტომ, ამას ძალიან მკაცრად ვიცავთ. ჯერჯერობით, მთლიანად ვართ აღჭურვილი ყველა იმ საშუალებით, რაც ამ წესის დასაცავად გვჭირდება და ვფიქრობთ, რომ ასე გავაგრძელებთ. თუმცა, ისიც არის აღსანიშნავი, რომ დასნებოვნების ყველაზე დიდი რისკი მაშინ არის, როდესაც ექიმებს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ საქმიანობა. ამიტომაც, ჩვენი ექიმები იმ ზონაში, სადაც შეიძლება პაციენტი მოხვდეს, სრულად აღჭურვილები დადიან, რათა ექსტრემალური სიტუაციისთვისაც მზად ვიყოთ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე.

კომენტარები