ეზუგბაია: COVID-19-ის 97 შემთხვევიდან 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად შეიძლება ჩაითვალოს

ქვეყანაში კორონავირუსის 97 დადასტურებული შემთხვევიდან ექვსის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და კრიტიკულად შეიძლება ჩაითვალოს. აქედან 4 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია მაგრამ უკვე დასტაბილურდა, თუმცა ჯერ თავს ვიკავებთ ვთქვათ, რომ გაუმჯობესებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 97-მდე გაიზარდა. აქედან 18 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 4876 ადამიანი კარანტინშია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულში და ბოლნისში სრული კარანტინია.

კომენტარები