ესპანეთმა COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

Reuters

ესპანეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა ჯამურმა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გაასწრო.

ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალი კორონავირუსით 738 ადამიანი დაიღუპა, სულ კი COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3,434-მდე გაიზარდა. ჩინეთში იანვრიდან დღემდე ვირუსით 3,281 ადამიანია გარდაცვლილი.

იტალიის შემდეგ [6,820 გარდაცვლილი], ესპანეთში კორონავირუსით ყველაზე ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 47,610 პირი, აქედან 5,367 გამოჯანმრთელდა.

COVID-19 მსოფლიოში 434,983 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 19,607, გამოჯანმრთელებულია 111,870.

რაც შეეხება საქართველოს, ახალი კორონავირუსით 73 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. ამასთან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.

კომენტარები