ხუნდაძე: თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ მასობრივი კარანტინი

შეინიშნება რაიონებში, მრავალბინიან კორპუსებში, ეზოებში და ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე მოქალაქეების სიმჭიდროვე. ამიტომ, მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით. დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და სხვისასაც გავუფრთხილდეთ, რადგან შესაძლოა, სხვისთვის მსხვერპლის საბაბი აღმოვჩნდეთ, ან საკუთარი თავი ჩავაგდოთ ხიფათში.

დავიცვათ რეკომენდაციები, სიმჭიდროვეს მოვერიდოთ, რომ არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. ახლა მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, გვჭირდება რეკომენდაციების შესრულების უფრო მაღალი ხარისხი. თუ მოქალაქეებმა რეკომენდაციები არ შეასრულეს, შესაძლოა, მივიღოთ ის, რაც მივიღეთ ბოლნისსა და მარნეულში. ასეთ შემთხვევაში ვიქნებით იძულებული, გამოვიყენოთ მასობრივი იზოლაცია ან მასობრივი კარანტინის რეჟიმი. ეს არ გვინდა, მაგრამ ამის საჭიროება თუ დადგა, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები