ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 4 თბილისში, ხოლო 3 აჭარაშია მოთავსებული. მისივე თქმით, არცერთ მათგანს მარნეულის შემთხვევასთან კავშირი არ აქვს.
"ჩვენთან ოთხი ახალი ინფიცირებულია, ეს არაა შიდა გადაცემა, ესენი არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ანუ ახალი კლასტერია. მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არაა. ჩატარდება გამოკვლევები და ჩაუტარდებათ მკურნალობა. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ამ ოთხი პაციენტიდან არცერთს კავშირი არ ჰქონია მარნეულის შემთხვევასთან. საშუალო ასაკის არიან. ერთი 15 წლის მოზარდია", - თქვა ენდელაძემ და აღნიშნა რომ აჭარის შემთხვევებზე ინფორმაცია არ აქვს.
23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა
გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 235 ადამიანი იმყოფება.
კარანტინში მოთავსებულია 3320 პირი. ამ პირების გარდა, მარნეული და ბოლნისი 23 მარტის 01:00 საათიდან კარანტინშია. კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებულ ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძიებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ. თავად ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული





