ფოთის საავადმყოფოს ბოქსირებულ კლინიაში დღეს ახალგაზრდა ქალი მოათავსეს, მან გრიპის სიმტომებით კლინიკას მიმართა და თქვა, რომ ბოლნისში მცხოვრებთან ჰქონდა შეხება. პაციენტს პნევმონია აქვს.
"შევატყობინეთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფში, მიმდინარეობს მასზე დაკვირვება" - ამბობს ექიმი.
პაციენტის კვლევის შედეგები კორონავირუსზე 24 მარტს გახდება ცნობილი.
მარნეული და ბოლნისი 23 მარტის 01:00 საათიდან კარანტინშია. კარანტინი შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ 60 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სარიტუალო ღონისძიებაში მონაწილეობდა და მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს. კარანტინის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ. თავად ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.





