კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ივანე ჩხაიძე: თავშეყრის ყველა ადგილი, არა მარტო ეკლესია, რეკომენდაციებს უნდა იცავდეს

რეკომენდაციას რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიუთითებს, რომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან.

სხვადასხვა ქვეყანა ძალიან მკაცრი ზომები მიიღეს, ზოგ ქვეყანაში 2 ადამიანზე მეტის თავშეყრა აიკრძალა, ზოგში 5, ასე რომ, ეს ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ შემცირდეს და მინიმუმამდე დავიდეს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის რისკი. ესეც შეგვიძლია საქართველოს რეალობისთვის გამოვიყენოთ, მინიმუმ 2 მეტრი მანძილი და ის რაოდენობა, 10 ადამიანი, რაც ჩვენს რეალობაშია, ეს იქნება ინფექციის გავრცელების ხელის შემშლელი.

ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს პირველ რიგში ახლო კონტაქტი. მე ვფიქრობ, რომ უფრო გამკაცრებაც შეიძლება და როგორც ავსტრიაშია შეზღუდვა - მაქსიმუმ 5 ადამიანზე.

რაც უფრო დიდია 2 ადამიანს შორის მანძილი და ნაკლები ადამიანია თავმოყრილი, მით უფრო კარგია ინფექციის პრევენციის მიზნით. შესაბამისად, არა მხოლოდ ეკლესია, ნებისმიერ თავშეყრის ადგილი, უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციებს. ნებისმიერი თავშეყრის ადგილი, სადაც დადგენილ რაოდენობაზე მეტი ადამიანია შეკრებილი, არის რისკის შემცველი.

ამბობს ტაბულასთან საუბარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე.

კომენტარები