რუმინეთის ეკლესიამ ერისკაცთა საეკლესიო მსახურებებში მონაწილეობა აკრძალა

bailica.ro

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციით, გადაწყვიტა, რომ ღვთისმსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდეს. ამასთან, შესაძლოა, ის გადაიცეს პირდაპირ ეთერში ადგილობრივი თუ ეროვნული ტელევიზიების მიერ. 

რუმინეთში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება სრულად თარგმნა

"1. ყველა სამრევლოში წმ. ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება საკულტო ადგილებში ამ ეკლესიის მსახურთა მიერ (მღვდლები, დიაკვნები, მგალობლები, მნათე), საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე. მსახურებები შეიძლება გადაიცეს პირდაპირ ეთერში ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზიების მიერ.

2. მონასტრებში მსახურება ჩატარდება მონასტრის ეკლესიებში სამონაზვნო საძმოს დასწრებით, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. მსახურებები შეიძლება გადაიცეს პირდაპირ ეთერში ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზიების მიერ.

3. ყველა რუმინელ მართლმადიდებელ მორწმუნეს, რუმინეთსა თუ დიასპორაში, შეეძლებათ თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა ლიტურგიკულ მსახურებებს საპატრიარქო საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტელევიზიით Trinitas TV და Radio Trinitas საპატრიარქოს ტელე-რადიოს, ან სხვა სადგურების მეშვეობით.

4. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება ეკლესიებში საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე, ეკლესია შეიძლება გაიღოს სპეციალურ ვითარებებში (რომელიც აღნიშნულია მე-8 პუნქტში).

5. რადგან მორწმუნე ერისკაცებს არ შეეძლებათ ფიზიკური მონაწილეობა საეკლესიო მსახურებებში, მათ ეძლევათ რჩევა მოაწყონ სახლებში სამლოცველო ოთახი ხატებით, წმინდა წერილით, კანდელებითა და სასანთლეებით, ლოცვანით და სულიერად იღვაწონ იმ წესით, რომელსაც დაუწესებენ თავიანთი მოძღვრები.

6. სამრევლოს ყველა მორწმუნის სახელი იქნება მოხსენებული წმინდა ლიტურგიაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ წირვაში, არამედ მხოლოდ სულიერად, დისტანციურად.

7. ამ პერიოდის განმავლობაში, მორწმუნეები კავშირში იქნებიან სამრევლოს მღვდელთან, განსაკუთრებით კი მოძღვრებთან. მორწმუნის თხოვნის შემთხვევაში, მღვდელს შეეძლება მივიდეს მასთან სახლში სულიერი საუბრებისთვის, აღსარებისთვის და ზიარებისთვის, თავდაცვის ნორმების შესაბამისად, პირბადეებისა და სანიტარული ხელთათმანების ჩათვლით.

8. ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოები შეიძლება ჩატარდეს საკულტო ადგილას და მასში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 8 ადამიანი.

9. მიცვალებულის პანაშვიდი შეიძლება ჩატარდეს ეკლესიაში, სპეციალურ სამლოცველოებში ან სასაფლაოზე; აღნიშნულ მსახურებას შეიძლება დაესწროს 8 ადამიანამდე.

10. აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეებისა საავადმყოფოებში ჩატარდება საავადმყოფოს წესების შესაბამისად.

11. აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეების სახლში ჩატარდება მღვდლის მიერ, შემდგომი პროცედურების დაცვით: მღვდელი შეავსებს დეკლარაციას თავისი გადაადგილების შესახებ იმ წესით, რომელსაც დაადგენს ხელისუფლება, სადაც აღნიშნავს გადაადგილების მიზეზს, როგორც დახმარებას მოხუცი ან სნეული ადამიანისა, ან ბავშვიანისა. მორწმუნეთა სახლში შესვლისას მღვდელი გამოიყენებს ერთჯერად ფეხთსაცმელს, ჰიგიენურ პირბადეს, დაიბანს ხელს საპნით, წყლითა და სადეზინფექციო საშუალებით. გამოიყენებს მხოლოდ საკულტო წიგნსა და ოლარს, ლიტურგიკულ ჭურჭელს ავადმყოფის ზიარებისთვის, ნივთებს, რომლებიც მანამდეც და ზიარების შემდეგაც იქნებიან დეზინფიცირებული.

12. წმინდა ზეთისცხების მსახურება (საზოგადო) შეჩერებულია და სანაცვლოდ მღვდლებმა მოუწოდონ მორწმუნეებს ამის ნაცვლად, ოთხაბათსა და პარასკევს, წაიკითხონ მკურნალი წმინდანების დაუჯდომლები: წმ. მღ. მთავარი სპირიდონი, წმ. მღ. მთავარი ნექტარი ეგინელი, წმ. დიდმოწამე პანტელეიმონი, წმინდა ნეტარი პარასკევა, წმინდა ნეტარი დიმიტრი ახალი, წმ. მღ. მთავარი კალინიკე ჩერნიკელი და სხვა.

13. რეგულარულად ჩატარდება ეკლესიის კარიბჭეების, საეკლესიო ავეჯის და ზედაპირების, ხშირად მოხდება საკულტო ნაგებობის განიავება, მოეწყობა ჰიგიენური ზონები ყველა მათთვის, ვინც ეკლესიაში მოდის.

14. ეკლესიის საზოგადოებრივი და სამედიცინო ცენტრები გააგრძელებენ მუშაობას შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მოხუცთა თავშესაფრები, სოციალური სასადილოები, სამიდიცონო კაბინეტები, საეკლესიო ნივთებისა და წიგნების მაღაზია და სხვა)

15. მოხდება სამრევლოებისა და მონასტრების სოციალური საქმიანობის ადაპტირება ახალი სოაციალური და სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი: დახმარება იმ ადამიანებისა, ვისაც არ შეუძლია გადაადგილება, მათთვის საკვებისა და წამლების მიტანა მოხდება ყველა ჰიგიენური და დაცვის ნორმების შესაბამისად, რომელიც დადგენილია ხელისუფლების მიერ.

16. თუკი ეკლესიის მსახური გამოავლენს სიმპტომებს, ან შევა კონტაქტში ადამიანთან, რომელსაც აქვს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი, ის წერილობითი ფორმით ან ტელეფონით აუწყებს ამ სიტუაციის შესახებ მის იერარქიულ ხელმძღვანელს. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში მოსამსახურე გადაუდებლად აცნობებს ჯანდაცვის ორგანოებს და შეასრულებს მათ მიერ დადგენილ პროცედურებს (თვითიზოლაცია, კარანტინი და ა.შ.)

17. ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება გასცემს მოწმობებს სამრევლო მღვდლებისთვის და საეკლესიო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, სამსახურში გადაადგილების მიზნით, ხოლო სამრევლო მღვდლები და მონასტრის წინამძღვრები გასცემენ მოწმობებს მათდამი დაქვემდებარებული ეკლესიის მსახურებისთვის (თანამწირველი მღვდლები, დიაკვნები, მგალობლები, მნათეები).

18. მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, არ გამოვიდნენ სახლებიდან, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

19. საგანგებო ვითარებაში, როგორც სასულიერო პირები, ასევე მორწმუნე ერისკაცები ვალდებულნი არიან დაიცვან ხელისუფლების დადგენილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაექვემდებარებიან კანონით გათვალისწინებულ სანქციებს.

20. ხელისუფლების მიერ მიღებული საგანგებო ზომები ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფთა ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღვთის საჩუქარია და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ და განვავითაროთ ისინი მუდმივი პასუხისმგებლობით.

წმინდა სინოდის კანცელარია,"- წერია განჩინებაში. 

ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის. 

კომენტარები