Childish Gambino

Childish Gambino-მ ახალი ალბომი გამოუშვა

Boss Hunting

რეპერმა, არენბი შემსრულებელმა და მსახიობმა დონალდ გლოვერმა, სასცენო ფსევდონიმით Childish Gambino, ახალი ალბომი - 3.15.20 გამოუშვა.

14 ტრეკისგან შემდგარ ალბომში ნაცნობი კომპოზიციები Time, Algorythm და Feels Like Summer არის შესული. 

ერთი კვირის წინ გლოვერმა ჯერ კიდევ უსათაურო ალბომი საკუთარ საიტზე განათავსა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი იყო. გუშინ 3.15.20 ოფიციალურად გამოჩნდა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმებზე.

ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა გლოვერის გარდა არიანა გრანდემ, რეპერმა 21 Savage და კადია ბონეტმა მიიღეს.   

 

კომენტარები