ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევიდან 2 ინფექციურშია მოთავსებული, აქედან ერთი ბავშვია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისივე თქმით, ერთ მათგანი ბავშვია.

"ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან, ევროპიდან არის შემოტანილი. მეორე შემთხვევა ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთერთი ჯგუფის კონტაქტია და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის და იმედი გვაქვს, რომ არ იქნება. ანუ მეხუთე ბავშვი გვყავს უკვე ჩვენ ცენტრში"- ამბობს ეზუგბაია და აღნიშნავს რომ ყველა მათგანის მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. 

კომენტარები