კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ტესტირების გამარტივების გზით წასვლის უფლება არ გვაქვს, ცდომილების საფრთხე დიდია

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის CDC-ის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, შესაბამისად, გამარტივებების გზით წასვლის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ვინაიდან აქ ჩვენ გვაქვს გარკვეული საფრთხე იმის, რომ დადასტურების ან არდადასტურების შემთხვევაში იყოს დიდი ცდომილება და ამ ნებისმიერ შემთხვევაში ვირჩევთ ხარისხს და ჩვენთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესია ტესტირების ხარისხი და, შესაბამისად, მერე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსავალი

ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვას ახალი კორონავირუსის ინფიცირების გამოსავლენი ტესტების გამარტივებაზე იმ ფონზე, რომ მომავალი კვირიდან ხელისუფლება "აგრესიულ ტესტირებას" იწყებს.

კომენტარები